საპარტნიორო ფონდს CACCI-ის დელეგაცია ესტუმრა

24 მაი 2016 0 1923

   

საქართველოში ვიზიტად მყოფი აზია-წყნარი ოკეანეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფედერაციის (CACCI) დელეგაცია საპარტნიორო ფონდს ესტუმრა და ფონდის მუშაობის სპეციფიკას და მიმდინარე პროექტებს გაეცნო. შეხვედრას ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და ფონდის საინვესტიციო და ფინანსური დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ფონდის წარმომადგენლებმა CACCI-ის დელეგაციას საქართველოს საინვესტიციო გარემო და ბიზნეს კლიმატი გააცნეს. CACCI-ის დელეგაცია სამრეწველო პალატის მოწვევით თბილისს 22 მაისს ესტუმრა. დელეგაციის შემადგენლობაში გარდა CACCI-ის ხელმძღვანელი პირებისა, ასევე იმყოფებიან ჰონგ კონგის, პაკისტანის, ბანგლადეშის და ჩინეთის სავაჭრო პალატების პრეზიდენტები, რომლებიც ამავე დროს მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები არიან. საქართველოში ვიზიტად მყოფი აზია-წყნარი ოკეანეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფედერაციის (CACCI) დელეგაცია საქართველოს სამთავრობო სტრუქტურების, ფონდების და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში ტექნოპარკში ბიზნეს ფორუმი გაიმართა, რომელსაც საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე დაესწრო. ფორუმზე საქართველოს ეროვნული სააგენტოს, თანაინვესტირების ფონდის, მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის წარმომადგენლებმა სტუმრებისთვის პრეზენტაციები გამართეს და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და ბიზნეს გარემოს შესახებ ისაუბრეს.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები