ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია საპარტნიორო ფონდს გადმოეცა

04 აპრ 2016 0 1992

   

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ბორჯომ-ლიკანის ტერიტორიაზე მდებარე რომანოვების სასახლე, ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია და მიმდებარე ტერიტორია განვითარებისთვის და სამართავად საპარტნიორო ფონდს გადმოსცა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საპარტნიორო ფონდს დაევალა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ერთად განახორციელოს რომანოვების სასახლის რესტავრაცია/რეაბილიტაცია და განვითარება. რესტავრაციის შემდეგ დაცული იქნება ობიექტის ძეგლის სტატუსი,  საპარტნიორო ფონდმა  უნდა განახორციელოს სხვადასხვა სახის სამუშაოები, მათ შორის რომანოვების სასახლის შენობაში მუზეუმის მოწყობა, მუზეუმში განთავსებული კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მქონე ნივთების რესტავრაცია/კონსერვაცია, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შენობებში სხვადასხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. საპარტნიორო ფონდს ობიექტი 25 წლიანი მართვის უფლებით გადმოეცა. ასევე შემუშავდება მიმდებარე ტერიტორიის 7 ჰექტარი პარკის განვითარების გეგმა.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები