იორდანული სამშენებლო-საინვესტიციო კომპანია Consolidated Construction Company საპარტნიორო ფონდში
საპარტნიორო ფონდს საქმიანი ვიზიტით ეწვია იორდანული სამშენებლო-საინვესტიციო კომპანია Consolidated Construction Company, რომელიც საქართველოში იორდანელ ბიზნესმენთა დელეგაციის შემადგენლობაში სტუმრობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან იორდანიის ბიზნეს ასოციაციისა და ექსპორტიორთა ასოციაციის წარმომადგენლები, ასევე 10-მდე მსხვილი იორდანული კომპანიის ხელმძღვანელები. Consolidated Construction Company ჯგუფის საქართველოში ვიზიტის მიზანია მსხვილი ინფრასტრუქტურული და დეველოპერული პროექტების იდენტიფიცირება, ასევე საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობა.ფონდის წარმომადგენლებმა სტუმრებს ფონდის პროექტები გააცნეს და ინფორმაცია მიაწოდეს მათ ფონდის სტრატეგიისა და საქმიანობის სფეროების თაობაზე. Consolidated Construction Company ჯგუფი საქართველოში საქმიანი ვიზიტით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული ეკონომიკური დიპლომატიის მიმართულების ფარგლებში იმყოფება. ვიზიტის ორგანიზატორი იორდანიაში საქართველოს საელჩო და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაა.
0