საპარტნიორო ფონდსა და ჩინეთის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Huahe International -ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

05 მარ 2016 0 1845

   

ჩინეთის სინძიანის პროვინციის უმსხვილესი ბიზნეს საკონსულტაციო კონპანია Huahe International-სა და საქართველოს საპარტნიორო ფონდს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ოფიციალურ დოკუმენტს ხელი საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და ჩინეთის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Huahe International -ს პრეზიდენტმა ლიუ ჩუან უმ მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად, მხარეების მიზანია ხელი შეუწყონ საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების გამყარებას, ბიზნესის განვითარებასა და ინვესტიციების განხორციელებას. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის პროვინციის უმსხვილესი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია მასშტაბური პროექტების განხორციელებაზეა ორიენტირებული და სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებსა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტრი დავით საგანელიძე 2016 წლიდან აღნიშნული კომპანიის მიწვევით Huahe International-ის კონსულტანტ მრჩეველია.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები