დავით საგანელიძე რუმინეთში საქმიან წრეებთან შეხვედრებს მართავს. კონსორციუმი SU MARKETS საქართველოში შემოსვლას გეგმავს

27 თებ 2016 0 1835

   

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ოფიციალურივიზიტით რუმინეთში იმყოფებადავით საგანელიძე შეხვედრებს მართავს საბანკო-საფინანსოდა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთანრომელსაც საინვესტიციო დეპარტამენტისხელმძღვანელი გიორგი ჩერქეზიშვილი ესწრება.

 

ფონდის აღასრულებელმა დირექტორმა ოფიციალური შეხვდრები რუმინეთის ლოჯისტიკისცენტრის ხელმძღვანელ პირებთან და სოფლის მეურნეობის სექტორში წაყვან რუმინულკომპანიებთან გამართა. მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო გეგმბი განიხილეს დაერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.

 

დავით საგანელიძემ რუმინეთში სამაცივრე მეურნეობები დაათვალიერა და რუმინულ-თურქული კომპანიის SU MARKETS-ის მენეჯმენტს შეხვდაუცხოური კომპანია საქართველოში ლოჯისტიკის ცენტრისა და ხილისა და ბოსტნეულისსამაცივრე მეურნეობის განვითარებით არის დაინტერესებული.

 

საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებმა SU MARKETS-თან თბილისის ლოჯისტიკის ენტრისა და სამაცივრე მეურნეობების განვითარბის პოტენციურისაინვესტიციო პროექტი განიხილესთურქულრუმინული კონსორციუმი საქართველოში შემოსვლას უახლოეს მომავალში გეგმავს. SU MARKETS-სიინტერესს საქართველოს აგრობიზნესისა და ლოჯისტიკის სფეროში გამოთქვამს. წამყვანი რუმინული კომპანიები საქართველოს სხვადასხვა სექტორშიინვესტირებით არიან დაინტერესებული.

 

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში რუმინეთში ასევე, სოფლის მეურნეობის დარგის წამყვან სპეციალისტებს შეხვდა. დავით საგანელიძე რუმინეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ვიქტორ პონტას სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრს დანიელ კონსტანტინის და ევროკავშირის შავი ზღვის რეგიონალური პროექტების ყოფილ მინისტრს ევგენი თედოროვიჩს შეხვდა. მხარეებმა შხვედრაზე თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები და სოფლის მეურნეობის დარგში პოტენციური საინვესტიციო პროექტები განიხილეს.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები