ისრაელის კომპანია BRIMAG საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობით დაინტერესდა
25 თებ 2016
0
1830
საპარტნიორო ფონდში სამუშაო შეხვედრა გამართა ისრაელის კომპანია BRIMAG -ის პრეზიდენტმა შაულ ზილბერშტეინმა. ისრაელში ერთ ერთი უმსხვილესი ტექნიკის მაღაზიების ქსელის მფლობელი BRIMAG„ელიტ ელექტრონიქსის" ინვესტორია. შაულ ზილბერშტეინმა ფონდის მენეჯმენტისგან მოისმინა ინფორმაცია საქმიანობის სფეროებისა და სტრატეგიის შესახებ. კომპანია დაინტერესებულია ახალი ერთობლივი ბიზნესების განვითარებით საქართველოში და ამ კუთხით საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობით. ტექნიკის მაღაზიათა ქსელი BRIMAG ჰოლდინგური კომპანიაა, რომელსაც 70-ზე მეტი ტექნიკის მაღაზია ისრაელში და ასევე ინდოეთშიც. კომპანიის აქციები კვოტირებულია თელ–ავივის საფონდო ბირჟაზე.
0