საპარტნიორო ფონდს უნგრეთის „ექსიმბანკი“-ს და კომპანია mega-logistic-ის ხელმძღვანელები ეწვივნენ
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში უნგრეთის „ექსიმბანკის" აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვედანაყოფის ბიზნეს განვითარების დირექტორი ვიქტორ ბერკი და კომპანია mega-logistic-ის ხელმძღვანელი ატილა ტამასი მიიღო. კომპანია mega-logistic-ის ხელმძღვანელმა საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტს სამომავლო გეგმები გააცნო. კომპანია საქართველოში მცირე სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობების ბიზნესით ინტერესდება და საპარტნიორო ფონდთან ერთობლივად ამ სექტორში ინვესტირების სურვილს გამოთქვამს. უნგრეთის „ექსიმბანკი" კი მზად არის ერთობლივი ბიზნესის განვითარებისთვის დაფინანსება და შეღავათიანი სესხი გამოყოს. საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა, დავით საგანელიძემ თავის მხრივ სტუმრებს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი პროექტების, კერძოდ კი სამაცივრე მეურნეობების დაფინანსების მიმართულებით ფონდის გეგმები გააცნო. საპარტნიორო ფონდის სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის ფორმატთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს.
0