რუხის სავაჭრო ცენტრი ოპერირებისთვის მზად არის

20 თებ 2016 0 2154

   

ზუგდიდის რაიონში მდებარე რუხის სავაჭრო ცენტრი, რომლის მშენებლობა საპარტნიორო ფონდმა იანვრის ბოლოს დაასრულა, პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელობასთან ერთად მოინახულა. ამ ეტაპზე მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი სრული დატვირთვით ოპერირებისთვისემზადება. ადგილობრივი და ასევე საერთაშორისო ბრენდირებული და არაბრენდირებული კომპანიები პროდუქციის მობილიზებასა და სავაჭრო ფართის ინტერიერის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებენ. კომპანიების სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის ფონდმა მიმზიდველი კომერციული და ტექნიკური პირობები შექმნა. სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილია საცალო და საბითუმო მაღაზიები, ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიები, ჰიპერმარკეტი, ღია ტიპის ბაზარი, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საფინანსო და საბანკო მომსახურების ობიექტები, ავტოსერვისი, ფოსტა, აფთიაქი და სხვა. შენობების საერთო ფართი 10000 მ2-ს შეადგენს, კომპლექსი ჯამში 10 შენობითაა წარმოდგენილი, ხოლო სავაჭრო ცენტრის საერთო განაშენიანების ფართობი 5 ჰექტარია. შენობები აგებულია ევროპული სტანდარტის დაცვით, რომელიც მიღებულია ამ ტიპის ობიქტების მშენებლობაში. სავაჭრო ფართები აღჭურვილია განათების, ვენტილაცია/კონდიცირების, გათბობის თანამედროვე სისტემებით. სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდა. მშენებლობის პროცესში ობიექტზე დასაქმებული იყო 300 ადგილობრივი მაცხოვრებელი. ცენტრის სრულად დატვირთვის შემდეგ კი მუდმივად 700-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება, რაც პირდაპირ აისახება ამ რეგიონის მოსახლეობის ეკონომიკური ცხოვრების გაუმჯობესებაზე. პროექტის ღირებულება 15 მლნ ლარამდეა. სავაჭრო ცენტრის მშენებლობა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა საპარტნიორო ფონდის მიერ განხორციელდა. რუხის მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი სრულყოფილ ოპერირებას გაზაფხულზე დაიწყებს.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები