საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში აუდიტორული კომპანია „დელოიტი“-ს წარმომადგენლები მიიღო.
12 თებ 2016
0
2037
საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტი აუდიტორული კომპანია „დელოიტი"-ს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობა კომპანია „დელოიტის" რეგიონალურმა დირექტორმა დანიარ ადიგამოვმა და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ჯონ რობინსონმა მიიღეს. კომპანია „დელოიტი"საპარტნიორო ფონდს საინვესტიციო პროექტების მოზიდვაში ხელის შეწყობას სთავაზობს და ფონდთან აქტიური თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს. შეხვედრაზე მარეებმა სამომავლო თანამშრობლობის პერსპექტივები და სხვადასხვა სფეროში ინვესტირების შესაძლებლობები განიხილეს. აუდიტორული კომპანია „დელოტი" მსოფლიოში აღიარებულ აუდიტორულ კომპანიათა ოთხეულში შედის.
0