საქართველო-ბულგარეთის მთავრობათაშორისი სავაჭრო, ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნიკური კომისიის მე-5 სხდომას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა დაესწრო.

03 თებ 2016 0 2197

   

2016 წლის 3 თებერვალს საქართველო-ბულგარეთის მთავრობათაშორისი სავაჭრო, ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნიკური კომისიის მე-5 სხდომა გაიმართა. კომისიას თანათავმჯდომარეობდა საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ბულგარეთის მხრიდან კი - ბულგარეთის ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრი ივაილო მასკოვსკი.
საქართველო-ბულგარეთის მთავრობათაშორისი სავაჭრო, ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნიკური კომისიის მე-5 სხდომას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგიე ნათია თურნავა დაესწრო.
კომისიის ფარგლებში კომისიის თანათავმჯდომარეებმა კომისიას მიაწოდეს ინფორმაცია ორი ქვეყნის ეკონომიკის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით. ასევე, მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები და განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა და ინვესტიციები, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და სხვა.

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2015 წელს ბულგარეთთან ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები გაიზარდა, ჯამურმა სავაჭრო ბრუნვამ381 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა. ვიცე-პრემიერის განცხადებით, ექსპორტის მიხედვით ბულგარეთი ნომერი მეორე ქვეყანაა საქართველოსთვის. მისი განცხადებით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბულგარეთთან სავაჭრო და სატრანზიტო ურთიერთობების განვითარება.

ბულგარეთის ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრის ივაილო მასკოვსკის განცხადებით, კომისიის სხდომაზე მხარეებმა მოახდინეს საქართველოსა და ბულგარეთისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ინიცირება. მათ შორის, ბულგარელმა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა თანამშრომლობაზე სარკინიგზო ტვირთბრუნვის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, სპორტის მეურნეობის, სტატისტიკური მონაცემების გაცვლის მიმართულებით. ივაილო მასკოვსკიმ ასევე ისაუბრა საქართველოსა და ბულგარეთს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის მიზანშეწონილობაზე.

ტურიზმის სფეროში საქართველოსა და ბულგარეთის წარმომადგენლებმა დასახეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში (ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციასა და შავი ზღვის ეკონომიკურ თანამშრომლობის ორგანიზაციას შორის) თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.

კომისიის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ რომ გაიმართება მოლაპარაკებები ბულგარეთის საინვესტიციო სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს შორის თანამშრომლობის შეთანხმებაზე(collaboration agreement), რომელიც ხელს შეუწყობს სამომავლო თანამშრომლობას ქვეყნებს შორის საინვესტიციო სფეროში.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ბულგარეთის ნაციონალური სამეცნიერო ფონდს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში სამომავლო თანამშრომლობაზე, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე ქართველ და ბულგარელ მეცნიერებს შორის და ასევე საერთო პროექტების განხორციელებაზე.

კომისიის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობის გაღრმავებაზე, კერძოდ მემცენარეობის, მეცხოველეობის, მეღვინეობის, მცენარეთა დაცვის, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტო სანიტარიის კუთხით.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში გამოცდილების გაზიარების თაობაზე, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების თანამშრომლობაზე და ექსპერტების გაცვლაზე.

ბულგარეთის მხარის მიერ აღინიშნა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში წარმატებით განხორციელებული რეფორმების შესახებ. ასევე ხაზი გაესვა საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის IVბლოკით გათვალისწინებული რეკომენდაციების წარმატებით შესრულებას.

კომისიის ფარგლებში აღინიშნა მხარეებს შორის ტრანსპორტის და ლოგისტიკის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა. მხარეებმა განიხილეს ტრანსკასპიურ ბლოკ მატარებლის პროექტში ბულგარეთის მხარის ჩართულობის შესაძლებლობები არსებული სარკნიგზო-საბორნე გადასასვლელების გამოყენებით ვარნა-ილიჩევსკი-ფოთი/ბათუმის ნავსადგურებს შორის. ამასთან, კომისიის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ბულგარეთის რკინიგზის შვილობილ კომპანიასა და საქართველოს რკინიგზის შვილობილ კომპანიას შორის სარკინიგზო-სატვირთო გადაზიდვების განვითარების კუთხით თანამშრომლობის შესახებ.

ენერგეტიკის სფეროში მხარეები შეთანხმდნენ ითანამშრომლონ ინვესტიციების მოზიდვასა და ერთობლივი ენერგეტიკული პროექტების განხორციელების კუთხით და ასევე, საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ელექტროენერგიის ექსპორტის ტექნიკური შესაძლებლობის შესწავლის მიმართულებით. ბულგარეთის მხარემ გამოთქვა მზადყოფნა დახმარება გაუწიოს საქართველოს ელექტროენერგიის სისტემის ტექნიკურ ოპერატორს სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას" მიიღოს დამკვირვებლის სტატუსი ელექტროენერგიის სფეროში „ევროპული გადამცემი სისტემების ოპერატორების კავშირში"

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები