საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში PWC-ის წარმომადგენლები მიიღო
28 იანვ 2016
0
1875
„ფრაის ვოთერ ჰაუს კუპერსი"-ის ცენტრალური აზიისა და კავკასიის ოფისის მენეჯმენტი საპარტნიორო ფონდს საინვესტიციო პროექტების მოზიდვაში ხელის შეწყობას სთავაზობს. შეხვედრას „ფრაის ვოთერ ჰაუს კუპერსი"-ის ევრაზიის მმართველი პარტნიორი მარკ ჰენი დაესწრო და ფონდის ხელმძღვანელთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. „ფრაის ვოთერ ჰაუს კუპერსი"-ის რეგიონალურ ოფისს პროექტების შეფასების კუთხით უკვე აქვს საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობის გამოცდილება. „ფრაის ვოთერ ჰაუს კუპერსი"-ი აქტიურად არის ჩართული საპარტნიორო ფონდის მიმდინარე, „ელბიტი"-ის პროექტში, რომელიც საქართველოში სამოქალაქო ავიაციის კომპოზიტური ნაწილების წარმოებას ისახავს მიზნად.
0