უნგრეთის ელჩის შეხვედრა საპარტნიორო ფონდში
26 იანვ 2016
0
1707
საპარტნიორო ფონდს სამუშაო ვიზიტით უნგრეთის ელჩი შანდორ საბო ეწვია. ფონდის მენეჯმენტმა უნგრელ დიპლომატს ფონდის მიერ განხორციელებული და სამომავლო პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ელჩი საპარტნიორო ფონდის სტრატეგიითა და პრიორიტეტებით დაინტერესდა, რაზეც ამომწურავი ინფორმაცია მიიღო. მხარეებმა პოტენციურ პროექტებში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
0