დავით საგანელიძე სლოვაკეთში საქმიან შეხვედრებს მართავს
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სლოვაკეთის საბანკო, საფინანსო და საპროექტო ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირებს, სლოვაკეთის „ექსიმბანკი"-ს გენერალურ დირექტორს, ბრატისლავას მერსა და ქალაქის მთავარ არქიტექტორს შეხვდა. ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სექტორში ურთიერთთანამშრომლობის გარდა საუბარი შეეხო სლოვაკური კომპანია „EUROCOM"-ის მიერ საქართველოში დაგეგმილ, ახალ საინვესტიციო პროექტებს, რომლის ოფიციალურ პრეზენტაციას საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის დავით საგანელიძის გარდა სლოვაკეთში საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვეული თბილისის მერი დავით ნარმანიაც დაესწრო.
როგორც საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი აცხადებს ინოვაციური ეკო ქალაქი საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასთან პირდაპირპროპორციულად იქნება დაკავშირებული, ამიტომ ბრატისლავაში, თბილისის ზღვის განაშენიანების შესახებ პროექტის განხილვას, საქართველოს საპარტნიორო ფონდი გვერდს ვერ აუვლიდა.
„ცხადია, ჯგუფი, რომელიც თბილისში ასეთი დიდი პროექტის განხორციელებას გეგმვს,ეძებს პარტნიორს დაშესაძლოა ეს,სწორედ საპარტნიორო ფონდი იყოს. ჩვენ განვიხლავთ პროექტის შინაარსს, მის პერსპექტივებს და დაფინანსების გეგმებს.ეს არის საკმაოდ დიდი მოცულობის საინვესტიციო პროექტი, ამიტომ ჩვენ შევხვდით პოტენციურ საპროექტო ორგანიზაციებსა და საბანკო-საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს, ვინც აქტიურად უნდა იყოს ჩართული პროექტის განხორციელებაში, რომელსაც მხარს უჭერეს თავად ბრატისლავას მერი და ქალაქის მთავარი არქიტექტორი."-განაცხადა დავით საგანელიძემ
„ EUROCOM”-ის საინვესტიციო გეგმებში გასართობი და საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის განვითარება და თბილისში, ეკო ტრანსპორტის პროექტის განხორციელებაც შედის.
პროექტს მხარს უჭერს სლოვაკეთის ზილინის რეგიონის გუბერნატორიც. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს და თბილისის მერს ზილისის გუბერნატორმა ჟურაჟი ბლანარმა უმასპინძლა. მხარეებმა განიხილეს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტურიზმის სექტორს. გადაწყდა, რომ მოეწყობა ქართველი და სლოვაკელი ტუროპერატორების გაცვლითი ტური. მხარეებმა საქართველო-ესტონეთს შორის ურთიერთობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი სლოვაკეთში საქმიან წრეებთან შეხვედრებს აგრძელებს.
0