ჩინური საინჟინრო კორპორაცია HQC საპარტნიორო ფონდში
საპარტნიორო ფონდში სამუშაო შეხვედრა გამართა ჩინური საინჟინრო კომპანია HQCწარმომადგენლებმა. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავამ სტუმრებს ფონდის პროექტები და პრიორიტეტები გააცნო. კომპანია დაინტერესებულია საქართველოში საქმიანობის განვითარებით, კერძოდ ქიმიური, ნავთობგადამუშავების, სასუქების წარმოების მიმართულებით, ასევე მომიჯნავე დარგებში ინვესტირებით. კომპანიის პრიორიტეტია აგრეთვე მაღალტექნოლოგიური დანადგარების მიწოდება. ეს კომპანიის წარმომადგენლების მეორე ვიზიტია საქართველოში, რომლის დროსაც თავიანთი საქმიანობის განვითარების შესაძლებლობებს სწავლობენ. HQC საპარტნიორო ფონდთან კონკრეტულ პროექტებზე საუბრობს და ფონდის მხარდაჭერის იმედი აქვს. HQC მსოფლიოს 20 ქვეყანაში საქმიანობს. მათ შორის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, დასავლეთ ევროპის, ამერიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.
0