BDO-მ საპარტნიორო ფონდს რაჭის განვითარების კონცეფცია წარუდგინა

12 იანვ 2016 0 1940

   

საპარტნიორო ფონდმა საკონსულტაციო კომპანია BDO-სთან ერთად რაჭის ტურისტული შესაძლებლობების კვლევა დაასრულა და რეგიონის განვითარების ზოგადი კონცეფციამოამზადა.  კონცეფცია საკონსულტაციო კომპანიამ საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტს წარუდგინა. ფონდის ხელმძღვანელობამ კონცეფციასთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები გამოთქვა და კომპანიას სთხოვა კონკრეტულ კურორტებთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების დეტალიზაცია და დაზუსტებები წარმოადგინოს. მხარეები მორიგ სამუშაო შეხვედრაზე შეთანხმდნენ, სადაც BDO ფონდს რაჭის განვითარების კორექტირებულ კონცეფციას წარუდგენს. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის განცხადებით, რაჭის რეგიონით კერძო სექტორის დაინტერესება რთული პროცესია, ამიტომ ამ შემთხვევაში სახელმწიფოს როლი გადამწყვეტია რეგიონის განვითარებისთვის. „სახელმწიფომ უნდა აჩვენოს საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის (PPP) მაგალითი. კონცეფციის მთავარი მიზანია შესთავაზოს სახელმწიფოს რეკომენდაციები, როგორ დააინტერესოს კერძო სექტორი", აღნიშნა საგანელიძემ. კონცეფცია მიზნად ისახავს რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, რაც გულისხმობს რამდენიმე თანამედროვე, საერთაშორისო დონის კურორტის განვითარებას რაჭაში, კერძოდ კი შაორის ტბაზე, უწერასა და შოვში. კონცეფციის თანახმად, რეგიონში უნდა აშენდეს როგორც საერთაშორისო ბრენდის 3 და 4 ვარსკვლავიანი სასტუმროები, ასევე სამედიცინო ტიპის გამაჯანსაღებელი კომპლექსი, რადგან რაჭა მდიდარია მრავალფეროვანი სამკურნალო თვისებების მქონე მინერალური წყაროებით. კონცეფცია ასევე ითვალისწინებს რაჭაში, მათ შორის უწერასა და შოვს შორის არსებული გზის რეაბილიტაციას, არსებული გზების უსაფრთხოების გაუმჯობესებას, წყლისგაზის და ელექტროენერგიის მიყვანასკურორტებამდე, საზოგადოებრივი ადგილების მოწესრიგება/მოწყობას(ტურისტული საინფორმაციო პუნქტებისაინფორმაციო დაფები,, პარკირებისადგილებიქუჩის განათებები და სხვა). ასევე პროექტი გულისხმობს შაორის ტბაზე ტურისტული სანაოსნო კლუბის მოწყობას, სალაშქრო გზების, საფეხმავლო ბილიკებისა და ველოსიპედის გზებისსაბავშო მოედნებისატრაქციონების და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას საკურორტო ზონებში. კონცეფციის განხორციელების მთლიანი საინვესტიციო ღირებულება განსაზღვრულია 59 მლნ აშშდოლარითრომელიც მოიცავს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ინვესტიციას.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები