„რეგიონში „საპარტნიორო ფონდის“ სახით, საიმედო და მყარი დასაყრდენი გვყავს“- ჩინეთის ექსპორტისა და კრედიტების სადაზღვევო კორპორაციის Sino Sure-ის საბჭოს თავმჯდომარე

22 სექტ 2017 0 2226

   

„რეგიონში „საპარტნიორო ფონდის" სახით, საიმედო და მყარი დასაყრდენი გვყავს"- ეს განცხადება ჩინეთის უმსხვილესი ექსპორტისა და კრედიტების სადაზღვევო კორპორაციის Sino Sure-ის საბჭოს თავმჯდომარემ ვან იმ „საპარტნიორო ფონდსა" და Sino Sure-ს შორის ურთიერთთანამშრმლობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. ხელმოწერის ცერემონია დღეს პეკინში შედგა.

ოფიციალურ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, „საპარტნიორო ფონდსა" და ჩინეთის უმსხვილეს ექსპორტისა და კრედიტების სადაზღვევო კორპორაცია Sino Sure-ს შორის საქმიანი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობისა და იმ კონკრეტული ნაბიჯების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის განვითარებას და ქართულ-ჩინური ერთობლივი პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრას ჩინური მხრიდან ექსპორტისა და კრედიტების სადაზღვევო კორპორაცია Sino Sure -ს საბჭოს თავმჯდომარე ვან ი, კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი ხუან ჭციანი და ასევე, სადაზღვევო, რისკების მართვის, განვითარებისა და სტრატეგიის და საინვესტიციო დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები, ქართული მრიდან კი საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ. 

შეხვედრაზე დავით საგანელიძემ ექსპორტისა და კრედიტების სადაზღვევო კორპორაცია Sino Sure-ის წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო გარემო, ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, ხელსაყრელი ბიზნეს კლიმატი და ის რეიტინგები გააცნო, რომელთა მიხედვით, საქართველო საერთშორისო ბაზარზე უპირატეს პოზიციებს იკავებს. თავის მხრივ, კორპორაცია Sino Sure-ის საბჭოს თავმჯდომარემ ვან იმ განაცხადა, რომ რეგიონში „საპარტნიორო ფონდის" სახით, მათ საიმედო და მყარი დასაყრდენი ჰყავთ. კორპორაცია Sino Sure-მა გამოთქვა მზადყოფნა საქართველოდან ღვინის, მინერალური წყლებისა და სხვა პროდუქციის ესპორტის ზრდის ხელშეწყობასთან დაკავშირებით. ასევე, საუბარი შეეხო „საპარტნიორო ფონდის" შვილობილი კომპანიის „გაზისა და ნავთობის კორპორაციის" მიერ გარდაბანში ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობის პროექტს, რომლის ფარგლებშიც ჩინელ კონტრაქტორებთან და ჩინურ ბანკ „აისიბისის"-თან თანამშრომლობის გარდა, დაზღვევის მიმართულებით ჩინეთის უმსხვილესი სადაზღვევო კორპორაცია Sino Sure-ის მონაწილეობაც განიხილება.

ჩინეთის ექსპორტისა და საკრედიტო სადაზღვევო კორპორაცია Sino Sure-ის ოფიციალური დელეგაცია პეკინში ხელშეკრულების გაფორმებამდე საქართველოში იმყოფებოდა. ოფიციალური დელეგაცია „საპარტნიორო ფონდის" მენეჯმენტს და საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრს შეხვდა.

Sino Sure-ის შესახებ:

ჩინეთის ექსპორტისა და საკრედიტო სადაზღვევო კომპანია Sino Sure არის ჩინეთის სახელმწიფო დაფინანსებით შექმნილი სადაზღვევო კომპანია, რომელიც ჩინეთის საგარეო ვაჭრობას და ეკონომიკურ თანამშრომლობას უწყობს ხელს. კორპორაცია 2001 წელს შეიქმნა. ამჟამად, მას ოპერაციების ფართო ქსელი აქვს. საკუთარი საქმიანობის ფარგლებში, კორპორაცია აზღვევს ჩინეთის საგარეო ვაჭრობასა და ინვესტიციებს, მხარს უჭერს საგარეო ვაჭრობის განვითარებას და ეკონომიკურ კოოპერაციას, ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას, უმუშევრობის შემცირებას და საგადამხდელო ბალანსის დადებითი სალდოს ზრდას. 

Sino Sure-ის ძირითადი პროდუქტებს შეადგენს საშუალო და გრძელვადიანი ექსპორტის საკრედიტო დაზღვევა, საერთაშორისო ინვესტიციებისა და ლიზინგის დაზღვევა, მოკლევადიანი ექსპორტის საკრედიტო დაზღვევა, შიდა სავაჭრო საკრედიტო დაზღვევა, საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული ობლიგაციები და გარანტიები, ინვესტიციები, საკრედიტო დაზღვევის გადაზღვევა, სადაზღვევო ფონდების მართვა, სავაჭრო დებიტორების მართვა, სესხების მართვა, ფაქტორინგი, საკრედიტო რისკებთან დაკავშირებული კონსულტაცია და საკრედიტო რეიტინგები. 

Sino Sure-მა, ასევე, დანერგა "Sino Sure Online”, მულტი-ფუნქციური ელექტრონული პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც პოლისის მფლობელებს შეუძლიათ მიიღონ სწრაფი და მოსახერხებელი მომსახურება.

2015 წლის მონაცემებით, Sino Sure მიერ დაზღვეული ექსპორტისა და ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა 2.8 ტრილიონი აშშ დოლარი. კორპორაციის პოლისებით დაიზღვია ათასობით ექსპორტიორი და ასობით საშუალო და გრძელვადიანი პროექტი. კორპორაციის მხარდაჭერით, განხორციელდა 413 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის დაკრედიტება 233 კომერციული ბანკის მიერ.
:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები