საპარტნიორო ფონდს კვლავ Fitch-ის რეიტინგი "BB-" დაუდასტურდა
14 სექტ 2017
0
2249
საერთაშორისო საკრედიტო სააგენტო Fitch Ratings-მა საპარტნიორო ფონდს, სახელმწიფო სუვერენულ რეიტინგთან გათანაბრებული, BB- საკრედიტო რეიტინგი 2017 წელსაც დაუდასტურა.
BB- ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია ქართული კომპანიებისათვის. სააგენტო ფონდს 5 კრიტერიუმით აფასებს. წლევანდელ ანგარიშში ხაზგასმულია საპარტნიორო ფონდის სტრატეგიული როლის ზრდა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, და ასევე აღნიშნულია, რომ ფონდის მნიშვნელობა ქვეყნისთვის სტრატეგიულ სექტორები, როგორიცაა ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა, მომავალშიც გაიზრდება.
Fitch-ი ასევე წერს, რომ ფონდის მიმდინარე ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია და ფონდის მიერ აღებულ
ვალდებულებებს წარმატებით ემსახურება.
სს „საპარტნიორო ფონდს", ერთერთ უმსხვილეს სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტს საქართველოში, 2012 წლიდან აქვს მინიჭებული საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის რეიტინგი "BB-" და დღემდე სტაბილურად ინარჩუნებს მას.
0