„საპარტნიორო ფონდს“ აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელი ეწვია
18 ნოემბ 2016
0
2367
„საპარტნიორო ფონდის"აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) კერძო და საჯარო პარტნიორობის (PPP) ოფისის კოორდინატორს, ჯოზეფ ლიმს შეხვდა.
„საპარტნიორო ფონდში" გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც, ასევე, ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ნათია თურნავა და „კლინიკების განვითარების კომპანიის" დირექტორი, თეა გიორგაძე ესწრებოდნენ, მხარეებმა საქართველოში კლინიკების განვითრების შესაძლებლობებისა და ამჟამად არსებული ვითარების შესახებ ისაუბრეს. როგორც აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელმა, ჯოზეფ ლიმმა აღნიშნა, ისინი მზად არიან, მონაწილეობა მიიღონ საქართველოში ამ სფეროს განვითარებაში და ამისთვის მოლაპარაკებებს სხვადასხვა სამინისტროსთან აწარმოებენ. კერძო და საჯარო პარტნიორობის (PPP) ოფისის კოორდინატორმა, აგრეთვე, გამოთქვა იმედი, რომ „საპარტნიორო ფონდთან" ამ საკითხზე თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება.
ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ აზიურ ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ აზიის განვითარების ბაკნთან მჭიდრო თანამშრომლობა ისეთ საკვანძო სფეროში, როგორიც ჯანდაცვაა, განსაკუთრებულად მისასალმებელია.
ფონდის მენეჯმენტმა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელს ფონდის მფლობელობაში არსებული სამი საავადმყოფოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ეს საავადმყოფოებია:
1. შპს "აკადემიკოს ნიკოლოზყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა” (ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფო);
2. სს "უნივერსალური სამედიცინო ცენტრი” (ე.წ. ონკოლოგიური საავადმყოფო);
3. შპს "თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო”
2. სს "უნივერსალური სამედიცინო ცენტრი” (ე.წ. ონკოლოგიური საავადმყოფო);
3. შპს "თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო”
სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ეს კლინიკები განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, ფონდს 2015 წლის ბოლოს გადმოეცა.
მხარეებმა თანამშრომლობის ეფექტიანი სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრეს და კონკრეტული ამოცანები დასახეს.
0