აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში არითმიების მართვის ცენტრი „რიტმარტი“ გაიხსნა
29 ივნ 2017
0
4787
აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში (ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფო) არითმიების მართვის ცენტრი „რიტმარტი" გაიხსნა.გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პირველმა ვიცე- პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ.ცერემონიალს დაესწრნენ სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირები, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი, მედიცინის სფეროსა და საპარტნიორო ფონდის შვილობილი „ კლინიკების განვითარების კომპანიის" წარმომადგენლები.
ახალი ტექნოლოგიური სისტემის, Evolution-ის დანერგვის თაობაზე სამედიცინო პროგრამის პრეზენტაცია CITI - CONSULTING & IT INNOVATIONS - ის დირექტორმა ოთარ ხვიჩიამ გამართა. კრიო აბლაციის მიღწევების შესახებ კი ინფორმაცია დამსრე საზოგადოებას არითმიის მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ევროპის გულის რიტმის ასოციაციის მიერ სრულად სერტიფიცირებულმა არითმოლოგმა ზვიად მათოშვილმა მიაწოდა.არითმიის მართვის ცენტრი საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს და ოფიციალურ სტუმრებს ცენტარალური საუნივერსიტეტო კლინიკოს დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ და არითმიის მართვის ცენტრის ხელმძრვანელმა ზვიად მათოშვილმა დაათვაიერებინეს.
არითმიების მართვის ცენტრი „რიტმარტი" ამიერკავკასიაში ერთადერთია, სადაც შესაძლებელია პრაქტიკულად ყველა სახის არითმიების მკურნალობა; აბლაციის და ოპერაციის ჩატარება. არითმიების კრიო აბლაცია ამიერკავკასიაში პირველად სწორედ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარდა.„მედიცინა არის სფერო, რომელიც ყველა ქვეყანაში განვითარებული უნდა იყოს. ჯანდაცვის სექტორში სიახლეების დანერგვით საქართველო რეგიონში მოწინავე ქვეყანა გახდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისში იფუნქციონირებს კიდევ ერთი უმაღლესი სტანდარტების კლინიკა და ჩვენს მოქალაქეებს საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლა აღარ მოუწევთ. არითმიების კრიო აბლაცია მსოფლიოში კარგად ცნობილი, ეფექტური და ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მეთოდია. ნიშანდობლივია, რომ კრიოაბლაცია საქართველოში და ამიერკავკასიის რეგიონში მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარდება”, - განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.
საპარტნიორო ფონდის მფლობელობაშია შემდეგი საავადმყოფოები:
1. აკადემიკოს შპს "აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა” (ე.წ. რესპუბლიკური დაავადმყოფო);
2. სს "უნივერსალური სამედიცინო ცენტრი” (ე.წ. ონკოლოგიური საავადმყოფო);
3. შპს "თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო”სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კლინიკები განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ფონდს მფლობელობაში 2015 წლის ბოლოს გადმოეცა.
2. სს "უნივერსალური სამედიცინო ცენტრი” (ე.წ. ონკოლოგიური საავადმყოფო);
3. შპს "თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო”სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კლინიკები განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ფონდს მფლობელობაში 2015 წლის ბოლოს გადმოეცა.
0