„საპარტნიორო ფონდმა“ ტურიზმის რეგიონულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

21 აგვ 2020 0 1961

   

„საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დიმიტრი ხორავამ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA Georgia) მიერ ამბროლაურში გამართულ რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის ტურიზმის რეგიონულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

დიმიტრი ხორავამ აუდიტორიას სიტყვით მიმართა და „საპარტნიორო ფონდისა“ და საკონსულტაციო კომპანია BDO-ს მიერ ერთობლივად ჩატარებული რაჭის ტურისტული შესაძლებლობების კვლევის შედეგებისა და რეგიონის განვითარების კონცეფციის შესახებ ისაუბრა.  

ფორუმზე განსახილველი მთავარი თემები იყო საქართველოში ტურიზმის განვითარების პერსპექტივები, COVID 19-ის შემდეგ არსებული ძირითადი გამოწვევები და რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთის მხარის ტურისტული პოტენციალი. ასევე, ფორუმის ფარგლებში, ადგილობრივი მეწარმეების/ფერმერების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ღონისძიების მიზანი რეგიონის ტურიზმისა და აგრო-ტურიზმის შესაძლებლობების პოპულარიზაცია იყო.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები