დავით საგანელიძემ აზიის წყლის II საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

24 თებ 2021 0 2406

   

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ აზიის წყლის მეორე საერთაშორისო კვირეულის ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება წარმოადგენს პლატფორმას გლობალური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ამ მიმართულებით, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევების გამკლავებისთვის.  

ონლაინ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ აზიის წყლის საბჭოს პრეზიდენტი, აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, ჩინეთის წყლის რესურსების ვიცე-მინისტრი, კორეის რესპუბლიკის გარემოს მინისტრი და წყლის რესურსების მიმართულებით, სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები, ასევე, ღონიძიებას დაესწრნენ დარგის სპეციალისტები.

კონფერენციის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა იმ გავლენაზე, რომელიც კლიმატის ცვლილებამ და გლობალურმა პამდემიამ მოახდინა მსოფლიოს წყლის რესურსებზე; ასევე, მოსახლეობისთვის სუფთა წყალზე შემცირებულ ხელმისაწვდომობაზე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნის აუცილებლობასა და გაერთიანებული სტრუქტურის ჩამოყალიბების საჭიროებაზე. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სექტორებში და წყალდიდობების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია სმარტ ტექნოლოგიების უფრო აქტიური გამოყენება და მსოფლიოს მასშტაბით, ექსპერტების კოორდინაცია.

შეგახსენებთ, 2015 წლიდან „საპარტნიორო ფონდი“ აზიის წყლის საბჭოს წევრია, ხოლო დავით საგანელძე - 2019 წლიდან აზიის წყლის გენერალური ასამბლეის წევრი.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები