„საპარტნიორო ფონდი“ შპს „ქართული ნატურალური პროდუქტების“ კაპიტალში კუთვნილი წილის გასასხვისებლად აუქციონს აცხადებს
„საპარტნიორო ფონდი“ შპს „ქართული ნატურალური პროდუქტების“ კაპიტალში ფონდის კუთვნილი 90%-იანი წილიდან 50% წილის გასასხვისებლად საჯარო აუქციონს აცხადებს.
საჯარო აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 655 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში. აუქციონის დროს დაფიქსირებული ფასი დაკონვერტირდება აშშ დოლარში, აუქციონის გამოცხადების დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად.
შპს „ქართული ნატურალური პროდუქტები“ ბელარუსის რესპუბლიკაში ალკოჰოლის იმპორტის კვოტებს ფლობს. „საპარტნიორო ფონდის“ მიერ დაფუძნებულ კომპანიას „ქართული ნატურალური პროდუქტები“ ქ. მინსკში 2019 წლიდან გახსნილი აქვს „ქართული სახლი“, რომლის მეშვეობით ბელარუსის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობასა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს.
საჯარო აუქციონი 2021 წლის 2 აგვისტოს, 18:00 საათზე, სს „საპარტნიორო ფონდის“ ოფისში გაიმართება, მისამართზე: ქ. თბილისი, ვუკოლ ბერიძის ქუჩა N6. აუქციონის პირობების გაცნობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება ელექტრონულ მისამართზე: www.eauction.ge , განაცხადის ნომერი: 117207RBS72122021, აუქციონის ნომერი: 117207RBS72122021, ლოტის ნომერი: 721220.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ „საპარტნიორო ფონდს“ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@fund.ge
0