„საპარტნიორო ფონდის“ განცხადება
05 თებ 2022
0
1367
გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტს ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობისა და მისი რემონტის შესახებ.
ვაცხადებთ, რომ „საპარტნიორო ფონდს“ არც ამ შენობასთან და არც მის სარემონტო სამუშაოებთან არავითარი კავშირი არ აქვს (აღსანიშნავია ისიც, რომ ამის შესახებ თავად არხის ჟურნალისტიც იყო ინფორმირებული ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ). შესაბამისად, „საპარტნიორო ფონდთან“ დაკავშირებით სიუჟეტში გამოთქმული მოსაზრებები სრული სიყალბეა და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეგნებულად შეყვანას.
მოვუწოდებთ აღნიშნულ მედიასაშუალებას, თავი შეიკავოს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან, ასევე - ფონდის პროექტებისა და საქმიანობის თაობაზე სასაუბროდ არაკომპეტენტური, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირის შერჩევისგან (ვგულისხმობთ წინა ხელისუფლების დროინდელ ჩინოვნიკ ირაკლი გიორგობიანს), რათა, პირველ რიგში, დაცული იყოს არხის მაყურებელთა უფლება, მიიღონ მართებული ინფორმაცია, მეორე მხრივ კი, არ მოხდეს ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტის უსაფუძვლო და არასწორ კონტექსტში მოხსენიება.
თავის მხრივ, „საპარტნიორო ფონდი“ ყოველთვის მზად არის ფონდის საქმიანობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მოაწოდოს როგორც მედიასაშუალებებს, ასევე - ნებისმიერ დაინტერესებულ ორგანიზაციას თუ კერძო პირს.
0