დავით საგანელიძემ ჩინეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავთან დაკავშირებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

10 ივნ 2022 0 1255

   

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით ჩინეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ვიდეო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებაზე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჩინეთის ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვიოთარების მინისტრის მოადგილემ  გენადი არველაძემ, „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა და სხვებმა.   

„უკვე 30 წელია საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობები ყველა სფეროში, პროგრესულად ვითარდება და დღეს ვხედავთ, რომ ორივე ქვეყანა უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ ორმხრივ თანამშრომლობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას. 

დღესდღეობით სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკას საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებიც ახალ ეტაპზე გადაჰყავს.  ჩვენთვის მნიშვნელოვანია პრიორიტეტული და სტრატეგიული სფეროების კიდევ უფრო განვითარება, როგორებიცაა ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა და წარმოება, რაშიც ვიმედოვნებთ, აქტიურად ჩაერთვებიან ჩინელი პარტნიორებიც.

დარწმუნებული ვარ, ეს მჭიდრო ურთიერთობები დიდ სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყნის ეკონომიკასა და ხალხთა შორის ურთიერთობებს. ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი სახელმწიფოების მეგობრობა და საქმიანი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება. ეს კი ორივე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი შედეგების მომტანი იქნება,“ აღნიშნა დავით საგანელიძემ თავის გამოსვლაში.  

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები