„სტარტაპ საქართველომ“ ცხრა გამარჯვებული პროექტი დააჯილდოვა
საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს" ინოვაციურ კომპონენტში ცხრაგამარჯვებული სტარტაპერი დააჯილდოვა. პროექტები ტურიზმის, კვების მრეწველობის, მომსახურების, ინტერნეტ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და სხვა სფეროებს მოიცავს. ცხრა ახალი პროექტის დაჯილდოვების ღონისძიება ღია კარის დღის ფარგლებში გაიმართა. ღია კარის დღეზე პროგრამის კოორდინატორების გარდა, დაინტერესებულმა პირებმა კონსულტაციები იმ სტარტაპერებისგან მიიღეს, რომლებმაც კონსკურსში უკვე გაიმარჯვეს და საკუთარი იდეის განხორციელებაზე მუშაობენ. გარდა ამისა, ღია კარის დღეზე ნაჩვენები იყო ვიდეორგოლი ერთ-ერთი ბიზნესიდეის ავტორის შესახებ, თუ როგორ გახდა სტარტაპერი. „სტარტაპ საქართველო" პოტენციურისტრატაპერებისთვის ღია კარის დღეს ყოველთვიურად მართავს. გარდა ამისა, პერიოდულად დაგეგმილია ტრენინგები იმ აპლიკანტებისთის, რომლებიც„სტარტაპ საქართველოს" ვებ-გვერდზე(startup.gov.ge) ელექტრონულ რეგისტრაციას გაივლიან. აპლიკანტებს შესაძლებლობა აქვთ გაიღრმავონ ცოდნაინოვაციების და სტარტაპების სფეროში, გაეცნონ თანამედროვე მარკეტინგულ და გაყიდვების სტრატეგიებს, დახვეწონ ბიზნეს გეგმის წერის უნარები დადაეუფლონ სხვა საჭირო ცოდნას და ინფორმაციას. ტრენინგების ჩატარების თარიღების შესახებ ინფორმაცია გამოცხადდება პერიოდულად. „სტარტაპსაქართველო" პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში ბიზნეს პროექტებსა და აპლიკაციებს უწყვეტ რეჟიმში იღებს. განაცხადის ფორმა, შევსების წესი დაპროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ინტერნეტ გვერდზეwww.startup.gov.ge დამატებითი ინფორმაციისთვის მუშაობს ცხელი ხაზი: 2 30 59 15 საერთო ჯამში ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ კომპონენტებში „სტარტაპ საქართველოს" 79 გამარჯვებული ჰყავს.
0