ჩინეთის ტურისტული სააგენტო საპარტნიორო ფონდში

08 მარ 2017 0 2130

   

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში ჩინეთის უმსხვილესი ტურისტული კომპანიის Beijing Xin Changcheng International Travel Agency Limited company-ის დელეგაცია მიიღო. დელეგაციას კომპანიის გენერალური დირექტორი წუო ჩამგ ხუა ხელმძღვანელობდა. ჩინური კომპანია საქართველოს ტურიზმის სფეროში ინვესტირებით არის დაინტერესებული. ჩინური კომპანია საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართვისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. ფონდში გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე ჩინურმა მხარემ ქვეყანაში 5 ვარსკვლავიანი სასტუმროსა და გოლფის მოედნების მშენებლობის სურვილი გამოთქვა. საუბარი შეეხო ასევე, ჩინეთ-საქართველო-ევროპას შორის პირდაპირი ფრენების დაწყების საკითხსაც. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს ფონდის საქმიანობა, მანდატი, პრიორიტეტები, ტურიზმის სფეროში მიმდინარე პროექტები და ასევე, წყალტუბოსა და რაჭის განვითარების კონცეფცია გააცნო. ჩინური მხარე სამკურნალო - სარეაბილიტაციო კურორტების განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესდა. ფონდში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. 2016 წლის მონაცემებით ჩინელი ტურისტების რაოდენობამ მსოფლიოში 122 მილიონს გადააჭარბა, რაც მთლიანი მოსახლეობის მხოლო 10 % შეადგენს. ჩინური ტურისტული კომპანია საწყის ეტაპზე საქართველოში მაღალი დონის ტურების ორგანიზებას გეგმავს, რომელიც ქართულ კულტურას, ღვინოსა და ისტორიულ მემკვიდრეობას გაუწევს პოპულარიზაციას.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები