საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ესპანეთში საქმიან ვიზიტს განაგრძობს

04 მარ 2017 0 2150

   

საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ესპანეთში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. დელეგაციას ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ხელმძღვანელობს. საპარტნიორო ფონდის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა კომპანია "Iberico Deraza"-ს წარმომადგენლებთან. დელეგაციის წევრები კომპანიის დამფუძნებელს რეხინოდიაზ დელ რიოსა და გენერალურ დირექტორს ლუის სანს კასადოს შეხვდნენ. საპარტნიორო ფონდი „Iberico Deraza”-სთან ერთად განიხილავს საქართველოში კახური ჯიშის ღორების მომრავლებას, ფერმების მშენებლობას და მის განვითარებას რამდენიმე ეტაპად, ხოლო საბოლოოდ დაგეგმილია კახური ჯიშის ღორისგან ჰამონის და სხვადასხვა ხორცის პროდუქტის წარმოება და მისი რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზე. შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს პროექტის საინვესტიციო მოცულობა და მისი განხორციელების ვადები. საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებმა მოინახულეს იბერიკოს ჯიშის ღორების ფერმა და ღორის ხორცის გადამამუშავებელი ქარხანა, სადაც "Iberico Deraza” ესპანურ ჰამონს და 600-მდე სხვადასხვა დასახელების ხორცის პროდუქტს აწარმოებს. ესპანური კომპანიის წლიური ბრუნვა 85 მილიონი ევროა. კომპანია პიონერია იბერიული ღორის ხორცის წარმოებასა და რეალიზაციაში. Deraza Iberico S.L.„ ექსკლუზიურად მხოლოდ იბერიული ჯიშის ღორზე მუშაობს და 600-ზე მეტი სახეობის სხვადასხვა პროდუქციას აწარმოებს. „Deraza Iberico S.L.„ მჭიდროდ თანამშრომლობს სხადასხვა ქვეყნებთან; მათ შორის აზიაში: იაპონია, კორეა, სინგაპური, ჰონ-კონგი, მაკაო, ვიეტნამი, ხოლო ევროპაში: გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია, ბელგია, იტალია. საქართველოში DERAZA IBERICO-ს დელეგაციის ვიზიტი ჯერ კიდევ გასულ წელს, საპარტნიორო ფონდის მიერ ესპანეთში გამართული საქმიანი შეხვედრების დროს დაიგეგმა. DERAZA IBERICO-ს ხემძღვანელები საქართველოს კონკრეტული საინვესტიციო წინადადებებით საქართველოში სტუმრობდნენ. მათ ქართული ღორის ჯიშების მოძიება და ხორცპროდუქტების წარმოებაში ინვესტირების სურვილი გამოთქვეს. დავით საგანელიძის ჩართულობით კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოს რეგიონები მოინახულეს, შეხვდნენ ადგილობრივ ფერმერებს და ქართული ჯიშის ღორებზე მეცნიერული კვლევა ჩაატარეს. DERAZA IBERICO-მ საქართველოში საქამიანი ვიზიტის შემდეგ კომპანია NATIVE GEORGIAN დააფუძნა. საპარტნიორო ფონდსა და კომპანია - NATIVE GEORGIAN-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გასული წლის 30 აგვისტოს გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, NATIVE GEORGIAN ადგილობრივ ფერმერებთან ერთად ყოველწლიური 9 000 ღორის წარმადობით ფერმების შექმნას კახეთსა და რაჭაში გეგმავს. ესპანური კომპანია სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობას კვლევების კუთხით აგრძელებს.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები