საპარტნიორო ფონდი ქუთაისში Best Westren-ის სასტუმროს გაზაფხულზე გახსნის

23 იანვ 2017 0 2673

   

საპარტნიორო ფონდის დაფინანსებით „კაპიტოლ ქუთაისი ჰოტელმა" ქუთაისში ახალი 3 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს Best Western შენობის მშენებლობა დაასრულა. პროექტში საპარტნიორო ფონდის პარტნიორი კომპანია „კაპიტოლ ქუთაისი ჰოტელი" ამჟამად სასტუმროს შიდა მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს, რომელიც მოპირკეთებასა და სასტუმრო ნომრების აღჭურვას ითვალისწინებს. დასრულების ფაზაშია ფასადის სამუშაოები, მიმდინარეობს გარე პერიმეტრის კეთილმოწყობა. Best Western პირველი ბრენდირებული სასტუმრო იქნება იმერეთის რეგიონში. ქალაქის ისტორიულ ცენტრში განთავსებულ სასტუმროს 40 სტანდარტული და 5 ლუქსის ტიპის ნომერი ექნება, რომლის ინფრასტრუქტურა ასევე მოიცავს 3 საკონფერენციო დარბაზს, ღია და დახურული ტიპის კაფე-რესტორანს. სასტუმრო ოპერირებას გაზაფხულზე დაიწყებს. საპარტნიორო ფონდის პარტნიორი ამ პროექტში „კაპიტოლ ქუთაისი ჰოტელია" პროექტის ღირებულება 3 მილიონი აშშ დოლარია, სადაც ფონდის მონაწილეობა 1.4 მლნ აშშ დოლარია. სასტუმროს დეველოპმენტს ახორციელებს კომპანია „სიმეტრია", რომელიც Best Western International-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. Best Western International სასტუმროების უმსხვილესი საერთაშორისო ქსელია, რომელიც მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 4000-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს. სასტუმროს საოპერაციო მართვას უზრუნველყოფს ესპანური კომპანია, T3 Hospitality Management, რომელმაც Best Western Kutaisi-ით დაიწყო მოღვაწეობა საქართველოში. T3 Hospitality Management არის 20-წლიანი გამოცდილების მქონე მმართველი კომპანია, რომლის პორტფოლიო მოიცავს 22 პროექტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საერთაშორისო ბრენდების ფრანჩაიზინგის მქონე სასტუმროები - Hilton, Holiday Inn, Wyndham და სხვა.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები