საპარტნიორო ფონდის დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში დასრულდა

14 დეკ 2016 0 2004

   

საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ქალაქ სიანში აბრეშუმის გზის საერთაშორისო კულტურის კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ფორუმს დაესწრო. „სამრეწველო პარკების განვითარების ფორუმზე" საპარტნიორო ფონდი საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული. ფორუმზე წარმოდგენილი იყო მსოფლიოს 20 ქვეყნის 500-ზე მეტი ბიზნეს ლიდერი. ფორუმის ძირითადი მიზანი აბრეშუმის გზის პროექტში ჩართული ქვეყნების მიერ საერთაშორისო სამრეწველო პარკების განვითარების ხელშეწყობა იყო. ფორუმზე აბრეშუმის გზის პროექტში ჩართული ქვეყნების ლიდერებმა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა ერთიანი პოლიტიკის, ფინანსური მომსახურების, სატრანსპორტო ინდუსტრიისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გარეთ ერთობლივი საწარმოების შექმნისა და განვითარების, ასევე, ერთობლივი ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს. ფორუმი აბრეშუმის სავაჭრო გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატის პრეზიდენტმა ლუ ძიენ ჭუნმა გახსნა. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა აბრეშუმის სავაჭრო გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატის საპატიო თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილმა. ფორუმის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრა გაიმართა საპარტნიორო ფონდის დელეგაციასა და აბრეშუმის სავაჭრო გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტს ლუ ძიენ ჭუნს შორის. შეხვედრაზე მხარეებმა აბრეშუმის გზის ფონდსა და საპარტნიორო ფონდს შორის საერთო კაპიტალით ერთობლივი ფონდის ჩამოყალიბების პერსპექტივაზე ისაუბრეს. იდეის ავტორების მიხედვით, ახალ ფონდში კომერციულად მომგებიანი პოტენციური პროექტების ბაზა შეიქმნება, საიდანაც კერძო პროექტების დაფინანსება მოხდება. აბრეშუმის სავაჭრო გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა ჩაერთოს ქართული ღვინის ექსპორტის ხელშეწყობის პროექტში და აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის ფარგლებში ხელი შეუწყოს ქართული ღვინისა და ქართული კულტურის პლატფორმის შექმნას, რაც ასევე გულისხმობს ქართული ღვინის საგამოფენო ცენტრებისა და ქართული კულტურის სახლების გახსნას ჩინეთის 50 დიდ ქალაქში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე ჩაის ინდუსტრიულ-ტურისტული პროექტის ხელშეწყობას, რომელიც მხარეების მიერ დამუშავების პროცესშია. საკმაოდ დიდი ყურადღება დაეთმო აბრეშუმის წარმოების რეაბილიტაციის პროექტს. საპარტნიორო ფონდის საქმიანი ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დასრულდა.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები