საპარტნიორო ფონდსა და ჩინურ კომპანია - Shanghai CDB Zhenglian Financial Services Co., ltd-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საპარტნიორო ფონდსა და ჩინურ კომპანია - Shanghai CDB Zhenglian Financial Services Co., ltd-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან თანამშრომლობის ზოგად პრინციპებზე, მათ შორის საქართველოში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობაზე, რომლებიც სხვადასხვა სექტორებში ბიზნეს პროექტების დაფინანსებასთან არის დაკავშირებული. მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა შორის პოტენციურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით საერთო პრინციპების განსაზღვრას და მომავალში თანამშრომლობის დამყარების, დაფინანსების და მართვის სამოქმედო გეგმის შემუშავებას. Shanghai CDB Zhenglian Financial Services Co., ltd ჩინური ფონდია, რომელიც ერთობლივად დააფუძნა China Association for the Promotion of Development Financing (CAPDF) და Beijing Zhenglian Capital Management Co., Ltd. ფონდი ექვემდებარება ჩინეთის განვითარების ბანკს. იგი არის ინოვაციური მოდელის ერთ-ერთი პირველი პროფესიული ფინანსური მომსახურების ფონდი, რომელიც უზრუნველყოფს სტრუქტურირებული ფინანსური პროდუქტების საკითხებს და ბაზრებზე კაპიტალის მართვას.
0