დავით საგანელიძე

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი

დავით საგანელიძე

საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი

დაბადების თარიღი: 17.06.1959. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ქირურგის სპეციალობით. სამედიცინო საქმიანობას ეწეოდა მოსკოვის ონკოლოგიურ სამედიცინო ცენტრსა და სანკტ-პეტერბურგის სამხედრო სამედიცინო აკადემიაში, ასევე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში. მინიჭებული აქვს სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. არის საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ასოცირებული წევრ-კორესპონდენტი. დაამთავრა თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი ეკონომიკის, შემდეგ კი, იურისტის სპეციალობით. იგი არის ათენის, ლონდონისა და ბრაიტონის ბიზნეს სკოლების კურსდამთავრებული; აგრეთვე, 2 წიგნისა და 14 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

მდიდარი გამოცდილება აქვს მენეჯმენტის, საფინანსო, ჯანდაცვის და ეკონომიკის მიმართულებებით. თავისი კარიერული მოღვაწეობის პერიოდში იყო „თი-ბი-სი" ბანკის დირექტორთა და „საქართველოს ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ასევე, ქართულ-ინგლისური სააქციო საზოგადოება GHF-ის პრეზიდენტი.

მისი მოღვაწეობა ქართულ პოლიტიკაში 20 წელზე მეტს ითვლის. 1999 წლიდან, იყო ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრი და სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარე. ასევე, ხელმძღვანელობდა საქართველოს პარლამენტის ჩინეთთან და საფრანგეთთან მეგობრობის ჯგუფებს. 2012 წლიდან კი მე-8 მოწვევის პარლამენტში აირჩიეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად.

2013 წელს „შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის" (PABSEC) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ამჟამად არის PABSEC-ის მუდმივმოქმედი წარმომადგენელი „აბრეშუმის გზის“ პროექტებში. ამ დროისთვის საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიას ხელმძღვანელობს.

დავით საგანელიძე „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორად 2015 წლის სექტემბერში დაინიშნა. დავით საგანელიძე დღემდე არის საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი.