მერაბ კაკულია

რისკების მართვისა და ანალიტიკური სამსახურის უფროსი

მერაბ კაკულია „საპარტნიორო ფონდში“ 2015 წლიდან მუშაობს. იყო ფონდის კონსულტანტი რეფორმირებისა და რეორგანიზაციის საკითხებში, შემდეგ ფონდის შვილობილი „საქართველოს დარგობრივი და რეგიონული განვითარების კომპანიის“ მთავარი ეკონომისტი და ანალიტიკური ჯგუფის უფროსი. 2020 წლის ივნისიდან იგი ფონდის რისკების მართვისა და ანალიტიკური სამსახურის უფროსია.

„საპარტნიორო ფონდში“ მუშაობის დაწყებამდე მერაბ კაკულია იყო საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი (1993-2005).

2005-2010 წლებში იყო ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის (GEPLAC) მთავარი ეკონომისტი.

მერაბ კაკულია „რონდელის ფონდის“ წამყვანი მკვლევარი და GIPA-ს ეკონომიკის პროფესორია.

იგი ფლობს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხს (2002). აკადემიური დოქტორის ხარისხი (PhD) მან მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოიპოვა (1986), ხოლო საბაზო განათლება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალობით (1983). 1989-1990 წლებში მან პრაქტიკული გამოცდილება შეიძინა ქ. ვენაში, წამყვან ავსტრიულ ბანკებში.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. არის 50-მდე აკადემიური პუბლიკაციისა და წიგნების ავტორი.