შოთა ეცადაშვილი

ფონდის შვილობილ საწარმოებში წარმომადგენლობისა და პროექტების ზედამხედველობის სამსახურის უფროსი

შოთა ეცადაშვილი სს „საპარტნიორო ფონდში“ 2019 წლიდან მუშაობს და მას შვილობილ საწარმოებში წარმომადგენლობისა და პროექტების ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობა უჭირავს.

მისი საქმიანობა მოიცავს „საპარტნიორო ფონდის“ წილობრივი მონაწილეობით და ფონდის მფლობელობაში მყოფი საზოგადოებების სამეთვალყურეო საბჭოებზე „საპარტნიორო ფონდის“ წარმოდგენასა და მათ ოპერირებასთან დაკავშირებული საქმიანობის ზედამხედველობას.

შოთა ეცადაშვილის გამოცდილება მოიცავს ისეთი მსხვილი საწარმოების სამეთვალყურეო საბჭობზე ყოფნას, როგორიცაა სს „საქართველოს რკინიგზა“, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ და სხვ. ასევე, იგი ფონდის პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

განათლება მიღებული აქვს საქართველოსა და ნორვეგიაში, მენეჯმენტის მიმართულებით: აქვს ბაკალავრის ხარისხი კავკასიის უნივერისტეტიდან, მენეჯმენტის განნხრით და მაგისტრის ხარისხი (MBA) ნორვეგიის ბიზნესის სკოლიდან ენერგეტიკის განხრით.

ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.