მიხეილ ვაშაკიძე

იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი

მიხეილ ვაშაკიძე ფონდს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე 2021 წლიდან შემოუერთდა.

მას აქვს კერძო სექტორში მუშაობის მდიდარი გამოცდილება. მიხეილ ვაშაკიძე სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა სს „ბანკი რესპუბლიკის“ სამართლებრივი მხარდაჭერის სამსახურს, აგრეთვე - რამდენიმე მსხვილი სავაჭრო ორგანიზაციის იურიდიულ მიმართულებას, წლების განმავლობაში იყო იურიდიული ფირმის „VBAT“ პარტნიორი.

მიხეილ ვაშაკიძემ 1999 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით, ხოლო 2004 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის ევროპული სამართლის სამაგისტრო პროგრამა, მინიჭებული აქვს სამართლის მაგისტრისა და ევროპული სამართლის მაგისტრის ხარისხი. ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.