ნებისმიერი პოტენციური პარტნიორი რომელსაც სურს საინვესტიციო პროექტის ინიცირება, შეუძლია მოგვმართოს აღნიშნულ ელ-ფოსტაზე: projects@fund.ge
წარსადგენი დოკუმენტაცია:
მოქმედი კომპანიის შემთხვევაში, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან
პოტენციური პარტნიორის (ფიზიკური პირი და/ან იურიდიული პირი) მიერ საქართველოში მოქმედი ბანკიდან საბანკო რეკვიზიტები და დოკუმენტაცია, რომელიც წარდგენილი იყო საბანკო ანგარიშის გასახსნელად
სრულყოფილი ბიზნეს-გეგმა (კომპანიის აღწერა - საინვესტიციო პროექტის აღწერა და მიზანი, ბიზნეს მოდელი, იურიდიული სტრუქტურა; ბაზრის ანალიზი; ადამიანური კაპიტალი/ორგანიზაციული სტრუქტურა; პროდუქტის აღწერა; მარკეტინგის და გაყიდვების სტრატეგია; საპროგნოზო ფინანსური გათვლები; მოთხოვნილი საინვესტიციო თანხა და დაფინანსების სტრუქტურა; პროექტის რისკები და ამ რისკების შერბილების საშუალებები; პროექტიდან გამოსვლის სტრატეგია)
პროექტის საინვესტიციო ღირებულება და ხარჯთაღრიცხვა
საინვესტიციო პროექტის დაფინანსების სტრუქტურა
საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა, რომელიც მომზადებული უნდა იყოს ფონდის მიერ მოწონებული საკონსულტაციო კომპანიის მიერ
მოქმედი კომპანიის შემთხვევაში, პარტნიორის/კომპანიის ისტორიული აუდიტირებული ფინანსური უწყისები (სულ მცირე ბოლო ფისკალური წლის უწყისები)
მოქმედი კომპანიის შემთხვევაში, პარტნიორის/კომპანიის საგადასახადო დოკუმენტაცია: არსებობის შემთხვევაში, ბოლო 12 თვის დღგ-ის დეკლარაციები და ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტი