ჩვენი აქტივობები
ჩვენი სტრატეგია საქართველოში ადგილობრივი და უცხოელი კერძო ინვესტორების მოზიდვასა და მხარდაჭერას გულისხმობს. ვთანამშრომლობთ გამოცდილ პროფესიონალებთან დაფინანსურ პარტნიორობას ვუწევთ კერძო ინვესტორებს, რაც საშუალო და გრძელვადიან თანადაფინანსებაში გამოიხატება.
ვმონაწილეობთ პასიური პარტნიორის როლში, როგორც Greenfield (ახალი ბიზნეს ინიციატივები), ასევე - Brownfield (ინვესტიცია არსებულ ბიზნესში) პროექტებში, წინასწარ განსაზღვრული გასვლის სტრატეგიით.
საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობასთან ერთად, ასევე ხელს ვუწყობთ პროექტებისთვის დაფინანსების მოპოვებას კომერციული წყაროებიდან და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან (IFI).
გთავაზობთ ფინანსური მხარდაჭერის მრავალნაირ ფორმას, მათ შორის, კაპიტალის დაფინანსებას, მეზანინსა და სუბორდინირებულ სესხებს. საინვესტიციო პროექტში ჩვენი მონაწილეობის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს პროექტის ღირებულების 30%-სა და პროექტის კაპიტალის 49%-ს.
პრიორიტეტულ სექტორებზე ფოკუსირება უზრუნველყოფს ჩვენი გუნდის ექსპერტულ ცოდნას ამ დარგების შესახებ. ვთანამშრომლობთ კომპანიებთან, რათა ერთობლივად განვახორციელოთ გრძელვადიანი, კომერციულად მდგრადი საინვესტიციო პროექტები.
ჩვენი გრძელვადიანი თანამონაწილეობა და თანამშრომლობის წინასწარ განსაზღვრული პირობები, პარტნიორებისთვის სტაბილურობასა და სიცხადეს უზრუნველყოფს.