← ფონდის მთავარ გვერდზე დაბრუნება

საქართველოს განვითარების ფონდის ვებსაიტს სხვადასხვა მიზნის მქონე ადამიანები სტუმრობენ. ინვესტორი რეგიონში არსებულ ქონებას ეძებს, მეწარმე დაფინანსების პირობებს ეცნობა, მკვლევარს კი ფონდის ანგარიშგება სჭირდება. საიტის შექმნისას ამოცანა იყო, თითოეულს საჭირო ინფორმაცია მარტივად ეპოვა.
ვებსაიტი გააციფრულეს გუნდმა შექმნა. ფონდის შესახებ ინფორმაცია, პროექტები, დაფინანსების პროდუქტები და ფინანსური ანგარიშგებები ცალკე განყოფილებებშია თავმოყრილი. საიტი ქართულად და ინგლისურად იკითხება.
საინვესტიციო ქონებას საკუთარი რუკა აქვს. ვიზიტორს შეუძლია აირჩიოს ქალაქი და ნახოს იქ არსებული ქონების დეტალები. პროექტების განყოფილებაში მიმდინარე და დასრულებული ინიციატივები ცალ-ცალკეა მოცემული, ხოლო ანგარიშგებასა და კვლევებს საკუთარი გვერდები აქვს.