ვაზილ ჰუდაკი

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი/აუდიტის კომიტეტის წევრი

ვაზილ ჰუდაკი სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად 2023 წლის სექტემბერში აირჩიეს. ამავდროულად, იგი არის ფონდის აუდიტის კომიტეტის წევრი.

მას საფინანსო და საინვესტიციო მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორებში:

2021 წლიდან მუშაობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩევლის პოზიციაზე უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. სხვადასხვა პერიოდში იყო ევროპის საბჭოს ეკონომიკური და ფინანსური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრი, სლოვაკეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილე. 

2016-2019 წლებში იყო ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტი, ასევე, სლოვაკური საკონსულტაციო ცენტრის „GLOBSEC“ პროექტების მმართველი. 2021 წლიდან – ჩეხეთის ეროვნული განვითარების ფონდის საინვესტიციო კომიტეტის წევრი და ჩეხური საინვესტიციო ფონდის „4gimel“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

„JPMorgan Chase Bank“-ში (ლონდონი) იკავებდა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საჯარო სექტორთან თანამშრომლობის მიმართულებით (2010-2012), ასევე იყო „Citigroup“-ის (პრაღა/ლონდონი) ვიცე-პრეზიდენტი აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის საკითხებში (2006-2010).

არის ჩეხეთის ჩარლზის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის დოქტორი და ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებული.

ფლობს ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ და პოლონურ ენებს.