გიორგი ციმაკურიძე

ფინანსური დირექტორი

გიორგი ციმაკურიძე ფინანსური დირექტორის პოზიციაზე სს „საპარტნიორო ფონდში" 2011 წლიდან მუშობს. ამავდროულად, იგი სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.
„საპარტნიორო ფონდში“ ამ პოსტის დაკავებამდე, გიორგი ციმაკურიძეს საქართველოს რკინიგზაში აღმასრულებელ თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება აქვს. კერძოდ, 2006-2011 წლებში სამგზავრო გადაყვანების ფილიალის მმართველობითი აღრიცხვის სამსახურში, რესტრუქტურიზაციისა და განვითარების სამსახურში და ბიუჯეტირებისა და კაპიტალური პროექტების სამსახურში.
გავლილი აქვს პენსილვანიისა და ჰარვარდის ბიზნესსკოლების ინტენსიური პროფესიული სწავლების კურსები.