დავით კერესელიძე

ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორი
.

დავით კერესელიძე სს „საპარტნიორო ფონდში“ 2012 წლიდან მუშაობს. მას, როგორც პროფესიით იურისტს, პირველ ეტაპზე ფონდის აღმასრულებელი დირექტორის გენერალური მრჩევლის (სამართლებრივ საკითხებში) პოზიცია ეკავა, ხოლო მოგვიანებით, ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა. 

დავით კერესელიძეს სახელმწიფო სექტორში სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის საკმაოდ მდიდარი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში, საქართველოს მთავრობაში მას მთავრობის კანცელარიის უფროსის, უფროსის პირველი მოადგილის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის, საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პოსტები ეკავა. 

ამავდროულად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის კათედრაზე პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა. მას იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება და სახელმწიფო მრჩევლის საკლასო ჩინი აქვს მინიჭებული.