ბესიკ ბუგიანიშვილი

აღმასრულებელი დირექტორი/დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე

ბესიკ ბუგიანიშვილი სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორად და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ 2023 წლის სექტემბერში დაინიშნა.   

მას ნავთობისა და გაზის სექტორში, ასევე, საინვესტიციო კომპანიებში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. თავისი კარიერის მანძილზე მას წამყვანი თანამდებობები ეკავა:

ლონდონის ბირჟაზე კვოტირებულ ბრიტანულ კომპანია „JKX Oil and Gas plc“-ისა (1998-2005) და შვეიცარული „National Petroleum Limited“-ის (2001-2005) საქართველოს წარმომადგენლობების დირექტორის პოზიცია;

„JKX Oil and Gas plc“-ის კომერციული და ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციები (2008-2015);

ასევე, უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო ნავთობკომპანიის „Ukrnaftoburinnya“ გენერალური დირექტორის თანამდებობა (2007-2008);

იყო აღმოსავლეთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში მომუშავე ენერგეტიკული და საინვესტიციო კომპანიების მრჩეველი.

იგი ხელმძღვანელობდა ფონდის საინვესტიციო პროექტებს (2017-2020), ხოლო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობზე დანიშვნამდე „მშვიდობის ფონდში უკეთესი მომავლისთვის“ იკავებდა დირექტორის პოზიციას (2020-2023).

ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. არის ბადენ ვიურტემბერგის (გერმანია) ექსპორტის აკადემიისა და მოსკოვის საერთაშორისო ბიზნესის უმაღლესი სკოლის სერტიფიცირებული საერთაშორისო ბიზნესის მენეჯერი.

2002-2010 წლებში, დიდ ბრიტანეთში, მიღებული აქვს განათლება ბიზნესის განვითარების, კომერციისა და საერთაშორისო სამართლის მიმართულებებით.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.