სასტუმრო „როიალ ბატონი“

სასტუმრო კახეთში, ილიას ტბასთან, „საქართველოს განვითარების ფონდისა“ და „Winiveria Group“-ის პარტნიორობით აშენდა. სასტუმრო 31 ნომრისგან შედგება. მათ შორისაა 4 ლუქსის ტიპის და 27 სტანდარტული ნომერი. სასტუმროს ინფრასტრუქტურა მოიცავს ბარს, რესტორანს (150 პერსონაზე), 20 მეტრის სიგრძის ღია აუზს, “დუპლექსის” ტიპის სიგარა ოთახს, ღია ვერანდებს და ღვინის მარანს. ადგილმდებარეობა: ყვარლის რაიონი გახსნის თარიღი:  2013 წელი

კალანდა – მეღორეობის კომპლექსი

საქართველოს განვითარების ფონდისა და კომპანია გეოფარმის ერთობლივი პროექტი ქვემო ქართლში. მეცხოველეობის სანაშენე კომპლექსი აღჭურვილია ცნობილი კომპანია Big Dutchman-ის მიერ წარმოებული მანქანა-დანადგარებით. ადგილმდებარეობა: კოდა, ქვემო ქართლი გახსნის თარიღი: ივნისი, 2013  წელი

იმერეთი გრინერი – სათბური

საქართველოს განვითარების ფონდისა და ჰოლანდიური კომპანია Food Venture-ის ერთობლივი პროექტი იმერეთში. ასევე, პროექტის პარტნიორები არიან ჰოლანდიური კომპანია Food venture B.V, თიბისი ჯგუფი და Georgian Fresh holding B.V, რომლებმაც სასათბურე მეურნეობის განვითარების ოპერირების მიზნით, შპს იმერეთი გრინერი დააფუძნეს. სათბურში ამჟამად 50-მდე ადამიანია დასაქმებული. კომპანიამ წარმატებით დაიწყო სალათის ფურცლის წარმოება ქართულ ბაზარზე და ახლა მომხმარებლებს სხვადასხვა სახეობის […]

კერამიკა ელ ტორენტე- აგურის ქარხანა კასპში

საქართველოს განვითარების ფონდის, 100-წლიანი გამოცდილების ესპანური კომპანია კერამიკა ელ ტორრენტესა და ამავე სახელწოდების ქართული კომპანია კერამიკა ელ ტორრენტეს მხარდაჭერით, კასპში ევროპული სტანდარტებისა და მაღალი ტექნოლოგიების აგურის ქარხნის მშენებლობა დაიწყო. აგურის ქარხანა ყოველწლიურად 120, 000 ტონა აგურს გამოუშვებს. საწარმოში 50-მდე ადგილობრივი დასაქმდება. პროექტი მრავალწლიანი ევროპული გამოცდილებისა და ქართული აგურის წარმოების ტრადიციული მეთოდების შერწყმას, უმაღლესი ხარისხის, კონკურენტუნარიანი […]

PANEX – სენდვიჩ პანელების საწარმო

საქართველოს განვითარების ფონდისა და ქართული კომპანია ICES-ის ერთობლივი დაფინანსებით, რუსთავში სამშენებლო მასალების, ე.წ. სენდვიჩ პანელების საწარმო გაიხსნა. კომპანია აწარმოებს კედლისა და სახურავების სენდვიჩ პანელებს, რომლებიც განსაზღვრულია მომხმარებელთა ფართო კატეგორიისთვის: სამშენებლო კომპანიები, კერძო სახლები, არქიტექტორები, დილერები, ინდუსტრიული მშენებლობები. პანელები გამოიყენება ინდუსტრიული მშენებლობისთვის (მაგ: მაცივრები, საწყობები და სხვა). პროექტი იტალიური ექსპორტ-იმპორტის სააგენტო SACE-ს ფინანსური ჩართულობით განხრციელდა. ფონდის […]

YTONG – ენერგოეფექტური ბლოკების ქარხანა

საქართველოს განვითარების ფონდის, ქართული კომპანია არქი ჯგუფისა და გერმანული კომპანია ქსელა გრუპის ერთობლივი პროექტი, რომელიც საქართველოში მაღალი ენერგოეფექტური სამშენებლო გაზო-ბლოკების წარმოებას გულისხმობს. ადგილმდებარეობა: თბილისი

გარდაბნის თბოელექტროსადგური

საქართველოს განვითარების ფონდისა და საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციის ერთობლივი პროექტი. გარდაბის კომბინირებული ციკლის გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგური უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი 230 მეგავატის სიმძლავრის ენერგოკომპანიაა, რომლის მშენებლობა 2014 წლის იანვარში დაიწო, 2015 წლის ივლისში კი ის ექსპლუატაციაში შევიდა. გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობა თურქულმა კომპანია ჩალიკ ენერჯიმ განახორციელა და თბოსადგური განსაკუთრებულ როლს თამაშობს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა […]

ჯინო ველნეს რაბათი

საქართველოს განვითარების ფონდისა და ევროკომ ინვესტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთში აშენდა სასტუმრო, რომელიც ისტორიული რაბათის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე მდებარეობს. აღნიშნული ობიექტი მოიცავს 38-ნომრიან სასტუმროსა და სპა ცენტრს. სასტუმრო ახალციხეში მდებარეობს და მისი ოფიციალური გახსნა 2013 წლის აპრილში შედგა.

კურორტი საირმე

საქართველოს განვითარების ფონდის ხელშეწყობით, კიდევ ერთი ბალნეოლოგიური კურორტის, საირმის რებილიტაცია განხორციელდა. მეცხრამეტე საუკუნეში დაარსებული კურორტი უნიკალური მდებარეობითა და სამკურნალო წყაროებით არის ცნობილი. საირმის სპა-გამაჯანსაღებელი კომპლექსის პროექტში ფონდის პარტნიორი საირმის განვითარების კომპანიაა რომლის ჩართულობითაც აშენდა 150-ნომრიანი სასტუმრო და სპა-გამაჯანსაღებელი კომპლექსი. კომპლექსი 2012 წელს გაიხსნა და მდებარეობს საირმეში.    

ბესთ უესთერნ ქუთაისი

პირველი ბრენდირებული სასტუმრო ქუთაისში. სამ-ვარსკვლავიანი ბრენდირებული სასტუმრო საქართველოს განვითარების ფონდისა და კაპიტოლ ინვესტმენტ გრუპის ერთობლივი პროექტია. სასტუმრო მოიცავს 45 ოთახს და მისი ოპერატორია ბესტ უესთერნი. ფონდის თანამონაწილეობა კაპიტალში შეადგენს 49%-ს.