„ATC“ – თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანა

სტატუსი:
დასრულებული
პროექტის ღირებულება:
$93 მლნ

ამიერკავკასიაში პირველი სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანა – „საპარტნიორო ფონდისა“ და ებრაული კომპანია „Elbit Cyclon-ის“ ერთობლივი პროექტი. საწარმო საქართველოში კომპოზიტური მასალებისგან სამოქალაქო თვითმფრინავების მაღალი სტანდარტის შესაბამის ნაწილებს, მათ შორის, თვითმფრინავის კარებებს, აეროდინამიკურ ზედაპირებს, საკონტროლო პანელებს სხვა ნაწილებს ამზადებს. საწარმოში დამზადებული პირველი პროდუქცია მსოფლიო ავიაციის უმსხვილესმა ავიაკომპანია „Boeing“-მა შეისყიდა. აღნიშნულ პროდუქციას ქარხანა ასევე მიაწვდის თვითმფრინავების მწარმოებელ ისეთ ცნობილ კომპანიებს, როგორებიცაა: Airbus, Bombardier და სხვა.

ამ დროისთვის ქარხანაში 120-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, რომლებმაც კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადამზადება ისრაელის კომპანია „ელბიტ საიკლონის“ სპეციალისტებთან გაიარეს. სწავლება ეტაპობრივად გრძელდება. ქარხნის სრულად დატვირთვის შემდეგ საწარმო 300-მდე ადამიანს დაასაქმებს. ქარხანა ISO-ს სერთიფიკატსა და „Boeing“-ის შესაბამისობის სერტიფიკატს ფლობს.

„ელბიტი“ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე კვოტირებული, მსოფლიოში აღიარებული მწარმოებელია და „ბოინგის“, „ეარბასის“, „ბომბარდიერის“, ასევე, მსოფლიოში ცნობილი სხვა მსხვილი კომპანიების პარტნიორია.

  • ადგილმდებარეობა: თბილისი
  • გახსნის თარიღი: 2018 წელი