„საქართველოს განვითარების ფონდის“ მენეჯმენტი უზბეკეთის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დელეგაციას შეხვდა

„საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა უზბეკეთის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

გაცნობითი სახის შეხვედრაზე „საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა უზბეკეთის დელეგაციას ფონდის საინვესტიციო საქმიანობა, მანდატი და პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ვახტანგ ჯორბენაძე უზბეკეთის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენლებს საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობების შესახებ ესაუბრა.

საქმიანი შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერობების გაღრმავებისა და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.