ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა

საქართველოში პირველი სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა – „საქართველოს განვითარების ფონდისა“ და  შპს „ბლექ სი პეტროლიუმის“ ერთობლივი პროექტი. პირველ ეტაპზე დაგეგმილია სამი ტიპის პროდუქციის წარმოება: ნაფტა, მძიმე დიზელი და მაზუთი, რომლებიც გადამუშავების შედეგად გამოიყენება, როგორც ბენზინის მისაღები ნედლეული, საავტომობილო ზეთები და დიზელი, გემების საწვავი, გუდრონი, ბიტუმი და ა.შ. პირველ ეტაპზე განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, აშენდება საწარმო, რომლის […]

ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმო

საქართველოში პირველი  ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური რადიოფარმაცევტული საწარმო – „საქართველოს განვითარების ფონდისა“ და ქართული კომპანია „ნოვატეკ ინტერნეიშენალის“ ერთობლივი პროექტი, რომლის შედეგადაც, ადგილზე ციკლოტრონის ტიპის ამაჩქარებლის საშუალებით, რადიოაქტიური იზოტოპის წარმოება დაიწყება. რადიოაქტიური იზოტოპი გამოიყენება ისეთ უახლეს ტექნოლოგიაში, როგორიცაა პოზიტრონულ-ემისიური (PET-CT) კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელსაც, სხვა ტომოგრაფიულ კვლევებთან შედარებით,  ონკოლოგიური დაავადების აღმოჩენა შეუძლია მაშინაც კი, როდესაც ჯერ არავითარი კლინიკური გამოვლინება […]

ქართული ჩაის რეაბილიტაციის პროექტი

საქართველოს განვითარების ფონდისა და  ჩინური კომპანია ჰანთანგიუანის საერთაშორისო ჰოლდინგ ჯგუფის ერთობლივი პროექტი დასავლეთ საქართველოში. პროექტი რამდენიმე საფეხურს მოიცავს. პროექტი პეკინის ძინფენ ჰანიეს სოფლის მეურნეობის განვითარების კომპანიასთან ერთად ხორციელდება. ლოკაცია: წალენჯიხა, სამეგრელო

ლურჯი მოცვის პლანტაცია

საქართველოს განვითარების ფონდისა და ქართული კომპანია ვანრიკ აგროს ერთობლივი პროექტი გურიაში. პროექტის ფარგლებში, გაშენდა ლურჯი მოცვის პლანტაციები და შეიქმნა პროდუქტის დახარისხება-შენახვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. პროექტი მოიცავს ლურჯი მოცვის მოყვანას, დახარისხებას, შეფუთვასა და შემნახველი ინფრასტრუქტურის მშენელობას ოზურგეთის რაიონში. 2020 წლიდან პროექტში საქართველოს განვითარების ფონდის პარტნიორია შპს ეფკო. ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს […]

ხამონის ინდუსტრია რაჭაში

საქართველოს განვითარების ფონდისა და ესპანური კომპანია Deraza Iberico S.L.-ის შვილობილი კომპანია Native Georgian-ის მხარდაჭერით, ხორციელდება პროექტი, რომელიც ქართული უნიკალური მთის ღორისგან პირველად საქართველოში ხამონის წარმოებასა და ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი ულტრათანამედროვე საწარმოს შექმნას გულისხმობს. ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტი საქართველოში იბერიკოს ჯიშის ანალოგის, უნიკალური ქართული მთის ღორის მოშენების, ქართული ხამონისა და  სხვადასახვა სახეობის ხორცპროდუქტების წარმოების, აგრეთვე მსოფლიო […]

ქარვა-სიმინდის ზეთის ქარხანა

საქართველოს განვითარების ფონდისა და კომპანია ქარვა კოლხურის ერთობლივი პროექტით, საქართველოში პირველად სიმინდის ზეთისა და კომბინირებული საკვების უნარჩენო წარმოება დაიწყო. სამეგრელოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ქართული სიმინდის მარცვლის გადამამუშავებელი, ზეთის მიმღები და კომბინირებული საკვების მწარმოებელი ქარხანა აშენდა. საწარმო თანამედროვე მანქანა-დანადგარებითა და ტექნიკით აღიჭურვა. საწარმო დღეში 50 ტონა სიმინდის მარცვლის გადამუშავებას შეძლებს და სრული წარმადობის შემთხვევაში, თვეში 100 […]

ATC – თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანა

ამიერკავკასიაში პირველი სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანა – საქართველოს განვითარების ფონდისა და ებრაული კომპანია Elbit Cyclon-ის ერთობლივი პროექტი. საწარმო საქართველოში კომპოზიტური მასალებისგან სამოქალაქო თვითმფრინავების მაღალი სტანდარტის შესაბამის ნაწილებს, მათ შორის, თვითმფრინავის კარებებს, აეროდინამიკურ ზედაპირებს, საკონტროლო პანელებს სხვა ნაწილებს ამზადებს. საწარმოში დამზადებული პირველი პროდუქცია მსოფლიო ავიაციის უმსხვილესმა ავიაკომპანია Boeing-მა შეისყიდა. აღნიშნულ პროდუქციას ქარხანა ასევე მიაწვდის თვითმფრინავების […]

ნესკრა ჰესი

რეზერვუარის ტიპის ჰიდროელექტროსადგური ნენსკრა საქართველოს განვითარების ფონდისა და კორეული კომპანია K-Water-ის ერთობლივი პროექტია სვანეთში. ჰიდროელექტროსადგური საქართველოს  ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია კი მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება. ადგილმდებარეობა: მესტია, ჭუბერი დადგმული სიმძლავრე: 280 მგვტ

ლიკანის რეზიდენციის რეაბილიტაციის პროექტი

საქართველოს განვითარების ფონდი მეცხრამეტე საუკუნის ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის, ლიკანის კომპლექსის რეაბილიტაცია-რესტავრაციას ახორციელებს. კომპლექსი რომანოვების სასახლეს, ორანჟერეას, სასტუმროს, ყოფილ სამთავრობო რეზიდენციასა და საკონფერენციო დარბაზს მოიცავს. ამ დროისათვის რომანოვების სასახლისა და ლიკანის ისტორიული კომპლექსის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტირება დასრულდა.  პროექტის კონცეფცია მეცნიერულ კვლევებსა და ისტორიულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით  შემუშავდა, რომლის მიხედვით, ისტორიული კომპლექსი პირვანდელ სახეს დაიბრუნებს და […]

სასტუმრო „აღობილი“ აბასთუმანში

საქართველოს განვითარების ფონდი და კომპანია რედიქსი აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობის პროექტზე ერთობლივად მუშაობენ. აბასთუმნის უნიკალური სამთო კლიმატური კურორტის სავიზიტო ბარათი 1932 წელს აშენებული მსოფლიო მნიშვნელობის ასტროფიზიკური ობსერვატორია და სამკურნალო მიკროკლიმატია. სასტუმრო მოიცავს 140-ნომერს.