ჯინო გრინ სითი

საქართველოს განვითარების ფონდი, ევროპულ კომპანია ჯინო ჰოლდინგთან ერთად, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მასშტაბური პროექტის განხორციელებას გეგმავს, რაც 110 ჰექტარზე ეკოლოგიურად სუფთა მწვანე ქალაქის მშენებლობას და სხვადასხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს.

წყალტუბოს სპა რეზორტი

საქართველოს განვითარების ფონდი წყალტუბოს სამედიცინო-ბალნეოლოგიური კომპლექსის განვითარებას გეგმავს და ინვესტორებს 25%-მდე თანამონაწილეობას სთავაზობს. კურორტის შემადგენლობაშია  70 ჰექტარზე გაშენებული უნიკალური პარკი, ცხრა აბანო და 15 ყოფილი სანატორიუმია.

ბორჯომი ლიკანი

ცნობილი კურორტის, ბორჯომ-ლიკანის ტერიტორიაზე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო და ბალნეოლოგიური ცენტრი აშენდა.  საქართველოს განვითარების ფონდმა, ბორჯომი ლიკანის 100%-იანი წილი კომპანიის ყაზახი მფლობელებისგან 2018 წლის ივნისში წარმატებული გარიგების საფუძველზე გამოისყიდა.  რამდენიმე თვით ადრე კი, კომპანია რიქსოსი, რომელიც სასტუმროს მართვაში 2015 წლის თებერვლიდან იყო, მართვიდან გავიდა. სასტუმრო დღემდე ბორჯომი ლიკანის სახელით ოპერირებს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი დღეს საქართველოს განვითარების […]

რაჭის ტურისტული განვითარება

პროექტი რაჭის რეგიონში სამი მთავარი კურორტის: შაორის, უწერასა და შოვის განვითარებას ისახავს მიზნად. მომზადებულია საინვესტიციო პროექტი. აქტიურად მიმდინარეობს ინვესტორის მოძიება.

რუხის სავაჭრო ცენტრი

საქართველოს განვითარების ფონდის მხარდაჭერით, სამეგრელოში, სოფელ რუხში, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში აშენდა მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი, რომელმაც ე.წ. საზღვრის მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას სავაჭრო ცენტრის მრავალფუნქციური სერვისით სარგებლობის  საშუალება მისცა. ცენტრში წარმოდგენილია ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდირებული და არაბრენდირებული კომპანიები, საცალო, საბითუმო, ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიები, ჰიპერმარკეტი, ღია ტიპის ბაზარი, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საფინანსო და საბანკო მომსახურების […]