ცნობილი კურორტის, ბორჯომ-ლიკანის ტერიტორიაზე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო და ბალნეოლოგიური ცენტრი აშენდა. საქართველოს განვითარების ფონდმა, ბორჯომი ლიკანის 100%-იანი წილი კომპანიის ყაზახი მფლობელებისგან 2018 წლის ივნისში წარმატებული გარიგების საფუძველზე გამოისყიდა. რამდენიმე თვით ადრე კი, კომპანია რიქსოსი, რომელიც სასტუმროს მართვაში 2015 წლის თებერვლიდან იყო, მართვიდან გავიდა.
სასტუმრო დღემდე ბორჯომი ლიკანის სახელით ოპერირებს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი დღეს საქართველოს განვითარების ფონდია.