საქართველოს განვითარების ფონდის და კომპანია ლოპოტა ტურ სერვისის მხარდაჭერით, კახეთის რეგიონში ლოპოტას ტურისტული კომპლექსის გაფართოების პროექტის მეორე ფაზა წარმატებით დასრულდა. აღნიშნული ფაზის ფარგლებში აშენდა დამატებითი 84 ნომრიანი სასტუმრო, ადმინისტრაციული შენობა, 600-ადგილიანი ღონისძიებების დარბაზი, რესტორანი, ბუნგალო, ფიტნეს კლუბი, ასევე დახურული და ღია საცურაო აუზები.
ამასთან, საქართვლოს განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული პროექტის მესამე ფაზის ფარგლებში მიმდინარეობს შატო ბუერას მშენებლობა, რომელიც მოიცავს ღვინის საწარმოსა და რესტორანს.
ლოპოტას სასტუმრო კომპლექსი გაფართოებამდე შეიცავდა 102 სასტუმრო ნომერს. ამჟამად კომპლექსში ფუნქციონირებს სპა ცენტრი, კახური და ღვინის რესტორნები, ლაუნჯ ბარი, ღია ბუნგალოები, გრილ კუთხე, All Day Dining რესტორანი, ღამის კლუბი, საჯინიბო და სხვადასხვა გასართობი სივრცეები. კომპლექსი ბაზარზე 2008 წლიდან მოქმედებს და ამ ეტაპზე 250 ადამიანს ასაქმებს, რომელთაგან 180 ადგილობრივი კადრია.
ლოპოტას ტურისტული კომპლექსი მდებარეობს კახეთის რეგიონში, თელავის მუნიციპალიტეტის ნაფარეულის ტერიტორიაზე. კომპლექსი 2017 წელს გაიხსნა.