სამი ქართული კლინიკის განვითარებით ბრიტანული ორგანიზაციები ინტერესდებიან

22 ნოემბ 2017 0 127

   

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში ბრიტანულ-ინდური კლინიკური და აკადემიური პარტნიორობა BICAP-ისა და მსოფლიოს ერთერთი წამყვანი კვლევითი და სასწავლო უნივერსიტეტი King's College London-ის დელეგაცია მიიღო.

ბრიტანული დელეგაცია ფონდის კუთვნილებაში არესბული სამი კლინიკის განვითარების საკითხით ინტერესდება და ფონდის შვილობილ „კლინიკების განვითარების კომპანიასთან“ თანამშრომლობის სურვილს გამოქვამს.

„საპარტნიორო ფონდში“ გამართულ შეხვედრამდე ბრიტანულიდელეგაციის წევრებს „კლინიკების განვითარების კომპანიის“ დირექტორმა თეა გიორგაძემ ფონდის მფლობელობაში ასრებული სამედიცინო დაწესებულებები დაათვალიერებინა.

ფონდში გამართულ საქმიან შეხვედრაზე ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და ბრიტანული ორგანიზაციბის წარმომადგენლებმა ერთმანეთს კლინიკების განვითარების ხედვა გაუზიარეს და თანამშრომლობის სამომავლო პერსექტივების შესახებ იმსჯელეს. ბრიტანული მხრიდან შეხვედრას BICAP-ის დირექტორი ფართი სრინივასანი და King's College London-ის კომერციული განვითარების დირექტორი საიმონ ტეილორი ესწრებოდნენ.

„საპარტნიორო ფონდი“ მის მფლობელობაში არსებული კლინიკების განვითარებისა და მათი ულტრატანამედროვე სტანდარტების სამედიცინო დაწესებულებებად გადაქცევის მიზნით, პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებებს ინტენსიურად მართავს.

შეგახსენებთ, რომ „საპარტნიორო ფონდის" კუთვნილებაშია სამი მსხვილი კლინიკა: ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა (ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფო), უნივერსალური სამედიცინო ცენტრი (ყოფილი ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი) და თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო.

BICAP-ის შესახებ:

BICAP (ბრიტანულ-ინდური კლინიკური და აკადემიური პარტნიორობა) არის ორგანიზაცია, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრებმა ინდური წარმოშობის მედიკოსებმა და აკადემიკოსებმა ლონდონის King's College Hospital-თან თანამშრომლობის შედეგად ჩამოაყალიბეს. ამჟამად ორგანიზაცია 200-ზე მეტ კონსულტანტს აერთიანებს, რომლებიც დიდ ბრიტანეთში სხვადასხვა სამედიცინო მიმართულებით მუშაობენ.

King’s College London-ის შესახებ:

ლონდონის King’s College London უნივერსიტეტი ერთერთია მსოფლიოს 25 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის და ამასთანავე, ინგლისის უძველესი უნივერსიტეტია. ის მეფე ჯორჯ მეოთხემ 1829 წელს დააარსა. უნივერსიტეტი რამდენიმე ინსტიტუტს აერთიანებს: გაისა და წმინდა თომასის გაერთიანებული ჰოსპიტალების სამედიცინო და სტომატოლოგიური სკოლები; ჩელსის კოლეჯი; დედოფალი ელისაბედის კოლეჯი; ფსიქიატრიის ინსტიტუტი. ძლიერი პარტნიორების, კვლევებისა და სწავლების მაღალი ხარისხით, კოლეჯი აღიარებულია, როგორც გლობალური მნიშვნელობის ინტერდისციპლინური დაწესებულება.

 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები