“საქართველოს განვითარების ფონდმა“ ლონდონში გამართულ საქართველოს საინვესტიციო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

05 მარ 2024 0 360

   

 

“საქართველოს განვითარების ფონდის” დელეგაცია საქმიანი ვიზიტით დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ რიგით მეორე ქართულ საინვესტიციო ფორუმზე იმყოფებოდა. ფორუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და EBRD-ის მხარდაჭერით გაიმართა. „საქართველოს განვითარების ფონდის“ დელეგაციას ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბესიკ ბუგიანიშვილი ხელმძღვანელობდა. მან მონაწილეობა მიიღო სესიაში, სადაც საქართველოს ზოგად საინვესტიციო გარემოსთან ერთად კონკრეტული საინვესტიციო სექტორები განიხილეს, მათ შორის: ენერგეტიკის, ლოგისტიკისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიების დინამიკა.

“ასეთ საინვესტიციო ფორუმებში “საქართველოს განვითარების ფონდის” მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გვაძლევს საშუალებას, კიდევ უფრო გავაფართოვოთ  პოტენციურ ინვესტორთა წრე. ფორუმს ბრიტანეთიდან 100-ზე მეტი დაინტერესებული ინვესტორი ესწრებოდა, ჩვენთვის ეს იყო კარგი შესაძლებლობა გვესაუბრა მათთან სამომავლო, ერთობლივ საინვესტიციო პროექტების შესაძლებლობებზე”–განაცხადა “საქართველოს განვითარების ფონდის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ბესიკ ბუგიანიშვილმა

 ლონდონში გამართულ ფორუმზე “საქართველოს განვითარების ფონდის” დელეგაციას, ასევე, წარმოადგენდნენ ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ვახტანგ ჯორბენაძე და „საქართველოს განვითარების ფონდის“ რისკებისა და მონიტორინგის განყოფილების ხელმძღვანელი ევგენი პეევსკი. მან მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში „საქართველოს განვითარების ფონდის“ მისიის, მიზნებისა და საინვესტიციო ინიციატივების შესახებ.

            საინვესტიციო ფორუმის მიზანს, რომელსაც დიდ ბრიტანეთში EBRD-მა უმასპინძლა, საქართველოს მაკროეკონომიკური პერსპექტივის, საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ფაქტორების გაცნობა წარმოადგენდა. ფორუმზე განიხილეს საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციისკენ წინგადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები და ახალი საინვესტიციო პოტენციალი.

            ფორუმის მომაწილეებს სიტყვით მიმართეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და საქართველოს ელჩმა დიდ ბრიტანეთში, სოფიო ქაცარავამ. ლონდონში გამართულ საინვესტიციო ფორუმს  საქართველოს და დიდი ბრიტანეთის ბიზნეს სექტორისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები